უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესტონეთის თავდაცვის მინისტრს ჰანო პევკურს შეხვდა. როგროც უკრაინული მედია წერს, ზელენსკიმ პევკურთან ფრონტზე არსებული ვითარება და უკრაინელი დამცველების საჭიროებები განიხილა.
გარდა ამისა, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ესტონეთს დროული და ეფექტური დახმარებისთვის.
"მადლობელი ვარ თქვენი ქვეყნის ხელისუფლების, საზოგადოებისა და ყველას, ვინც რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინელებთან ახლოსაა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მას. თქვენ ძალიან დაგვეხმარეთ და ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ ამას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო რუსეთის შემოჭრის პირველ დღეებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მხარეებმა ესტონეთის მხრიდან უკრაინის სახელმწიფოს თავდაცვის დახმარების დამატებითი მექანიზმები და შესაძლებლობები განიხილეს.