პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან.
თუმცა, ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს თავად დაესწრება თუ არა არსებით განხილვას, რომელიც 12:00 საათზეა ჩანიშნული.
"ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს," - წერს ზურაბიშვილი.
ჩუგოშვილი პარლამენტის ყოფილი დეპუტატია "ქართული ოცნების" სიით და საიას ყოფილი თავმჯდომარე, კოპალეიშვილი კი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით დღეს, 3 ოქტომბერს, განიხილავს.
ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან სხდომას ხუთი დეპუტატი დაესწრება, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ასევე, მიხეილ სარჯველაძე, ანრი ოხანაშვილი , თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი.
ასევე ნახეთ: