ვენეციის კომისიამ ღარიბაშვილის მთავრობის შემუშავებული სპეციალური გეგემა დეოლიგარქიზაციის შესახებ, არ განიხილა

გამოქვეყნდა:

ვენეციის კომისიამ მთავრობის მიერ შემუშავებული სპეციალური გეგემა დეოლიგარქიზაციის შესახებ არ განიხილა. 

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე 14 სექტემბერს მიიღეს. დოკუმენტზე ხელისუფლებამ ფარულად, ოპოზიციის ჩართულობის გარეშე იმუშავა, შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია რა წერია დოკუმენტში, რომელიც პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს.

19 სექტემბერს კი უმრავლესობამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, კენჭისყრაზე ჩააგდო. კანონპროექტის ჩაგდებაზე წინა დღეს განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, მთავრობის სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს პრაქტიკული აქტუალობა დაკარგული ჰქონდა.

შეგახსენებთ, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა და კანონის მიღებას რეკომენდაცია არ გაუწია.

დასკვნაში ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ  სისტემური მიდგომის ნაცვლად [რაც ინსტიტუციურ გაძლიერებას გულისხმობს], საქართველოს მთავრობამ აირჩია „პერსონალური მიდგომა“ და მისი „პოტენციური პოლიტიკური ბოროტად გამოყენება“ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს.

დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12 პუნქტის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც კომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაავალა.  

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი