ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს. ოკუპანტებმა ავიაიერიში მიიტანეს ანტონივკას რაიონზეც. ხერსონის ოლქზე თავდასხმის შედეგად ჯამში დაიღუპა 2, დაშავდა 4 მშვიდობიანი მოქალაქე.
"დღეს რუსულმა ჯარმა კვლავ მოკლა ხერსონის მკვიდრი, მამაკაცი 54 წლის იყო, დაბომბვის დროს ის ავტოფარეხში იმყოფებოდა", - დაწერა მროჩკომ.