ხერსონის ოლქში, ანტონივკაში რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს:
"ანტონივკაში კიდევ სამი დაჭრილის შესახებ გახდა ცნობილი“, - წერს პროკუდინი.
შეგახსენებთ, რომ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს ინფორმაციით,
რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს. ოკუპანტებმა ავიაიერიში მიიტანეს ანტონივკას რაიონზეც. ხერსონის ოლქზე თავდასხმის შედეგად ჯამში დაიღუპა 2.