"ჯარისკაცები კმაყოფილები არიან" | ზელენსკიმ ხარკოვის რეგიონში Leopard 2 ტანკები დაათვალიერა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის რეგიონში Leopard 2 ტანკები და CV-90 BMP დაათვალიერა. მისი თქმით, უკრაინელი მებრძოლები აღნიშნული აღჭურვილობით კმაყოფილები არიან. 

"მე შევამოწმე აღჭურვილობა - Leopard 2 ტანკები და CV-90 ქვეითი საბრძოლო მანქანები, რომლებიც მონაწილეობდნენ კუპიანსკის მიმართულებით ბრძოლებში. ეკიპაჟებთან ერთად განვილიხეთ ტანკებისა და BMP-ების გამოყენების შედეგები. ჯარისკაცები კმაყოფილები არიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ფრონტის ხაზს ეწვია. ზელენსკი კუპიანსკი-ლიმანის
მიმართულებაზე იმყოფებოდა, ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო და ბატალიონის მეთაურებთან აქტუალური საკითხები განიხილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი