რუსებმა ავდიივკასა და ილინივკაზე იერიში მიიტანეს | დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები

გამოქვეყნდა:

დონეცკის საოლქო პროკურატურის ცნობით, რუსებმა ილინივკა რეკეტებით, ავდიივკა კი ტანკის გამოყენებით დაბომბეს. იერიშის შედეგად დაშავდა 4 მშვიდობიანი მოქალაქე. 

არსებული ინფორმაციით, ავდიივკაში ჭურვი კერძო სახლს მოხვდა, დაშავებულია 63 წლის ქალი. ოკუპანტებმა ასევე დაარტყეს ილინივკას კრამატორსკის რაიონში, დაშავებულია 29 და 47 წლის ორი ქალი და 43 წლის კაცი. 

გარდა ამისა, დაზიანდა კერძო სახლები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, კომერციული შენობა, კომერციული ობიექტი, მანქანები, სატვირთო მანქანები და ავტობუსები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი