"მადლობა ჩემს წარმომადგენლებს... ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი" | სალომე ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"მადლობა ჩემს წარმომადგენლებს... ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი არიან.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი