Bloomberg: შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის სამივე მთავარი პორტი გაიხსნა

გამოქვეყნდა:

შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის სამივე მთავარი პორტი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ პორტებზე რუსეთის მუქარა არსებობს, გადამზიდ გემებს პორტებში შესვლა და გამოსვლა მაინც შეუძლიათ. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ძირითადი პორტებიდან 10 გადამზიდი გემი უკვე გავიდა. ისინი უკრაინის საექსპერტო დერეფნის გავლით მოძრაობდნენ. 

"გემების პორტებიდან გასვლა იმის სიგნალია, რომ უკრაინის გაბედულმა ნაბიჯმა შედეგი გამოიღო და შეიქმნა საკუთარი სავაჭრო უსაფრთხო დერეფანი, რუსეთთან შეთანხმებული გზის დაშლის შემდეგ", - ნათქვამია გამოცემაში. 

Bloomberg-ის ცნობით, საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებმა გადამზიდი ხომალდების დაზღვევის სერვისები გააგრძელეს. უსაფრთხო დერეფნის შეთანხმების მიხედვით, უკრაინისკენ მიმავალი გემები და მათი ტვირთი შემოწმებას სტამბოლში გაივლის.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი