რუსული სუ-35 ტოკმაკის თავზე, სავარაუდოდ, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვევრა ყოველდღიურ მოხსენებაში წერს, რომ დიდი ალბათობით, 28 სექტემბერს, რუსეთის საჰარეო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო საკუთარი სუ-35 ტიპის გამანადგურებელი, ზაპოროჟიეს რეგიონში, ტოკმაკის თავზე.

როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიმოხილვაში დასძენს, ომის დროს რუსულმა ჯარებმა დაკარგეს დაახლოებით 90 თვითმფრინავი, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ხუთი სუ-35. ეს გამანადგურებელი რუსული საბრძოლო თვითმფრინავის ყველაზე მოწინავე მოდელია.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ ტოკმაკი, რომელიც მდებარეობს კონტაქტის ხაზის მიღმა 20 კმ-ში, სერიოზულად გამაგრებული ადგილი, იქ ხშირად განლაგებულია ფრონტის ამ მონაკვეთის მთავარი სამეთაურო პუნქტი.

"ასეთი სამეთაურო პუნქტები, როგორც წესი, დაცულია ამ მიზნით სპეციალურად შექმნილი მოკლე და საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემებით. ისინი, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ მზადყოფნაში იმყოფებიან, რადგან უკრაინა აგრძელებს ეფექტურ დარტყმებს მტრის ხაზების მიღმა მსგავსი სამიზნეების წინააღმდეგ", - ამბობს დაზვერვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და სხვა რუსული ოფიციალური წყაროები სუ-35-ის ჩამოვარდნის ფაქტსა და მის მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი