აშშ და ევროკავშირი ეძებენ სამართლებრივ საფუძველს უკრაინისთვის $300 მილიარდის რუსული აქტივების გადასაცემად - ბლინკენი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები და ევროპელი პარტნიორები სწავლობენ, რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს გაყინული რუსული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოსაყენებლად. საუბარია დაახლოებით 300 მილიარდ დოლარზე.

"ეს არის დაახლოებით $300 მილიარდი და მისი უმეტესი ნაწილი რეალურად ევროპაშია და არა შეერთებულ შტატებში. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ, რა იურიდიული უფლებამოსილებები შეიძლება გვქონდეს, ევროპელებს შეიძლება ჰქონდეთ, რომ რეალურად გამოიყენონ ეს აქტივები უკრაინისთვის. ჩემი შეხედულებაა, შენ გატეხე, შენ იყიდე. ასე რომ, რუსებმა გატეხეს, მათ უნდა გადაიხადონ. და ამის გაკეთების ერთი გზა იქნება ამ აქტივების გამოყენება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს ამის სამართლებრივი საფუძველი. და როგორც ვთქვი, რადგან აქტივების უმეტესობა ევროპაშია, ევროპელებიც უნდა დარწმუნდნენ, რომ ამის საფუძველი არსებობს", - თქვა ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის აქტიურ მხარდაჭერაში 50 ქვეყანაა ჩართული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი