"ვაღიარებ, ამპარტავანიც ვარ" - კობახიძე კოპალეიშვილს

გამოქვეყნდა:

"დიდი მადლობა, ვაღიარებ, ამპარტავანიც ვარ" - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ მაია კოპალეიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის წარმომადგენელმა მას თვითკმაყოფილი უწოდა - "თქვენ ძალიან თვითკმაყოფილებით გამოირჩევით, ბატონო ირაკლი" - მიმართა კოპალეიშვილმა კობახიძეს.

კოპალეიშვილის ეს რეპლიკა კობახიძის განცხადებას მოჰყვა, სადაც მან თქვა - "ბოდიში, რომ სწორად მიმყავს პროცესი". კოპალეიშვილმა ამაზე კობახიძეს უპასუხა, რომ პროცესი საკონსტიტუციოს მოსამართლეებს მიჰყავთ - "ამას შეაფასებს საზოგადოება, თქვენ მიგყავთ თუ არა სწორად"

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე, საკონსტიტუციო სასამართლოში მესამე დღეა პროცესი მიმდინარეობს. დღეს მხარეები პაექრობის ეტაპზე არიან და ერთმანეთს შეკითხვებს უსვამენ. ამის შემდეგ კი შემაჯამებელი სიტყვებით წარდგებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი