რუსეთის მიერ ხარკოვზე თავდასხმას 10 წლის ბიჭი ემსხვერპლა 

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად უკრაინის ქალაქ ხარკოვში 10 წლის ბიჭი დაიღუპა. როგორც ოლქის ხელმძღვანელი, ოლეგ სინებუგოვი ამბობს, მისი ცხედარი ნანგრევებიდან ამოასვენეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 16 ადამიანი, მათ შორისაა 11 თვის ბავშვი. რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა 3 საცხოვრებელი კორპუსი.

ხანძარი გაჩნდა 50 კვ.მ ფართობზე, თუმცა მეხანძრეებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს. მაშველები შემთხვევის ადგილას მუშაობას განაგრძობენ.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი