შვედეთი უკრაინისთვის დამატებით 199 მლნ დოლარის სამხედრო დახმარებას გამოყოფს

გამოქვეყნდა:

შვედეთი უკრაინისთვის დამატებით 199 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოყოფს. დახმარების რიგით მე-14 პაკეტი ძირითადად საარტილერიო ჭურვებს, საბრძოლო მანქანებს, სათადარიგო ნაწილებს, ქვეითთა და საკომუნიკაციო აღჭურვილობასა მოიცავს.

"ეს უნდა განიხილებოდეს, როგორც შვედეთის ერთგულების გამოხატულება უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისადმი," - თქვა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პალ ჯონსონმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის საკუთარი გამანადგურებლების გაგზავნასაც ფიქრობენ, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანა ჯერ NATO-ში გაწევრიანებას ელოდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი