ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა ხერსონი და ბორისლავი დაბომბეს, ავიაიერიშის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.
"ხერსონში დარტყმა ეკლესიასთან იყო. დაშავდა ორი ადამიანი. ეს არის ორი 82 და 74 წლის ქალები
ხერსონიდან. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. სამედიცინო დახმარებას თავად მიმართეს“, - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
რაც შეეხება ბერისლავს, დაშავდა 72 წლის კაცი, რომელმაც საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო.