ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ჰერცოგის ოფისის თქმით, ჰარისი უსამძიმრებს ებრაელ ხალხს და ხაზს უსვამს, რომ საკუთარი თავის დაცვა ისრაელის უფლებაა.
კამალა ჰარისის განცხადებით, შეერთებული შტატები მთელი ომის განმავლობაში ისრაელის გვერდით იდგება.
შეგახსენებთ, გუშინ ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ მინისტრს ტელეფონით ესაუბრა და ამერიკის ისრაელის მიმართ მხარდაჭერა დაააფიქსირა.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
ამ დროის მონაცემებით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა.