ისრაელი თავის მოქალაქეებს ეგვიპტისა და სინას დატოვებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭო თავის მოქალაქეებს ეგვიპტისა და სინას დატოვებისკენ მოუწოდებს და ამის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. მოწოდების მიზეზი დღეს მომხდარი მკვლელობა გახდა. 

საბჭო თავის მოქალაქეებს ასევე აფრთხილებს, რომ თავი შეიკავონ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობისგან.

შეგახსნებეთ, დღეს 8 ოქტომბერს, ეგვიპტის ქალაქ ალქსანდრიაში ისრაელის 2 მოქალაქე და მათი ეგვიპტელი ტურისტული გიდი მოკლეს.

მანამდე კი, შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ამ დროის მონაცემებით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი