ზამთარში ყურადღებას გავამახვილებთ ენერგეტიკის სექტორისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაზე - იგნატი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერი იური იგნატი ამბობს, რომ ამ ზამთარს უკრაინის საჰარეო თავდაცვის ძალები აქტიურ ძალისხმევას მიმართავენ ენერგეტიკული სექტროის, სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად.

იგნატმა აღნიშნა, რომ არსებობს ობიექტების მთელი სია, რომლებიც შეიძლება იყოს რუსეთის პოტენციური სამიზნე.

"ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ძალისხმევის ფოკუსირებას იმავე მიმართულებით, ისევე როგორც შარშან. ნათელია, რომ ძირითადი აქცენტი გაკეთდება ენერგეტიკის სექტორის ობიექტებზე, განსაკუთრებით გათბობის სეზონზე, ასევე სტრატეგიულ სახელმწიფო ობიექტებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე", - განაცხადა იგნატმა.

ასევე, მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ სურსათის სექტორი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების სიაში ​​შევიდეს, რადგან ეს არის რუსეთის მხრიდან თავდასხმის ერთ-ერთი მიმართულება.

იგნატმა აღნიშნა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ აკლია შესაბამისი თავდაცვითი სისტემები, ამიტომ მას უწევს ყველა არსებული საშუალება გამოიყენოს საჰაერო სამიზნეების ჩამოსაგდებად.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი