ქვეყანაში არ არის იმდენი პორტფელი, რამდენი ადამიანიც რიგში დგას მათ მისაღებად - ლუკაშენკო

გამოქვეყნდა:

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში თანამდებობების გადანაწილებით არიან დაკავებულები. ინფორმაციას სააგენტო "ბელტა" ავრცელებს.

საოცარია, რომ ისინი უკვე რიგში დგანან და პორტფელებს ინაწილებენ. მინდა გითხრათ, რომ ქვეყენაში არ არის იმ რაოდენობით პორტფელი, რამდენი ადამიანიც ახლა მათ მისაღებად რიგში დგას. ცოცხები და ნიჩბები გვაქვს. მოგამარაგებთ, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ლუკაშენკომ ოპონენტებს შეახსენა, რომ ალტერნატიული დაჯგუფებების შექმნა ქვეყანაში კანონით ისჯება. 

ცნობისთვის, ბელორუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ და მისმა მომხრეებმა ხელისუფლების გადაბარების საკოორდინაციო საბჭო ჩამოაყალიბეს.

9 აგვისტოს შემდეგ ბელარუსში მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომლის თანამად- ქვეყნის პრეზიდენტი 80%-იანი მხარდაჭერით ისევ ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა.

ხალხს არჩევნების შედეგების არ სჯერა. ისინი სამართლიან არჩევნებსა და ცვლილებებს ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი