ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, ბელარუსში აქციები არ წყდება. უკვე მერვე დღეა ქუჩაში გამოსული ხალხი ცვლილებებს ითხოვს.
მინსკში 9 აგვისტოს შემდეგ დღეს ქუჩაში, მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან, ყველაზე მეტი ხალხი გამოვიდა.
ბელარუსის დედაქალაქში ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობს. ხელისუფლებამ კონტრაქციების მეთოდს მიმართა და დამოუკიდებლობის მოედანზე საკუთარი მხარდამჭერები გამოიყვანა. შეკრებილებს ლუკაშენკომაც მიმართა და მადლობა გადაუხადა:
"მე თქვენ წინაშე მუხლზე ვდგავარ პირველად ჩემს სიცოცხლეში. თქვენ ეს დაიმსახურეთ" - მიმართა ლუკაშენკომ მის მიერ ქუჩაში გამოყვანილ ხალხს
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარდა. ამომრჩეველი შედეგებით უკმაყოფილოა და ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები დღემდე გრძელდება. მოსახლეობა დანებებას არ აპირებს და მთავრობის ლეგიტიმაციასთან ერთად ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს ორი ადამიანი ემსხვერპლა.