"ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსავლეთს", - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის სამხრეთ საზღვრის სიახლოვეს მდებარე დასახლებების მერებთან შეხვედრისას ისაუბრა. მისი თქმით, რასაც "ჰამასი" გამოცდის, იქნება რთული და საშინელი.
"თქვენი ხელმძღვანელობა იყო ძალიან ძლიერი ამ რთულ დღეებში.ჩვენ ჯერ მხოლოდ ახლა ვიწყებთ. მე მოგიწოდებთ, სიმტკიცე შეინარჩუნოთ, რადგანაც ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსაველთს..ჩვენ ყველანი თქვენთან ვართ და ვიქნებით დაამარცხე ისინი ძალით", - თქვა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
ამ დროის მონაცემებით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა.