ყოფილი პატიმარი, რომელიც აგრძელებს პენიტენციური სისტემის მხილებას - გოჩა ცაციბაშვილი "მთავარ არხს" უყვება იმ დანაშულზე, რომელსაც სისტემა პატიმრების მიმართ ჩადის. წლების განმავლობაში რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მსჯავრდებულებს უმძიმესი რეპრესიების ქვეშ უწევთ ყოფნა.
გარდა იმისა, რომ მათ აიძულებენ მიხეილ სააკაშვილზე ცრუ ჩვენების მიცემას, უმძიმესია სანიტარულ-ჰიგიენური პირობებიც. ყოფილი მსჯავრდებული იხსენებს, რომ ხშირად საკვები ვადაგასული პროდუქტისგან მზადდებოდა და ზამთრში ცივი წყლით უწევდათ დაბანა.