ფინეთი უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად 92 მლნ ევროს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

ფინეთი საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) კრიზისულ ფონდისთვის 92 მილიონ ევროს გამოყოფს, რათა გაუზარდოს მხარდაჭერა უკრაინასა და მოლდოვას, ასევე იმ ქვეყნებს, რომლებიც  რუსული აგრესიით დაზარალდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 62 მილიონი ევრო გამოიყოფა უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად: ამ თანხიდან 12 მილიონი ევრო გრანტის , 50 მილიონი ევრო კი სესხის სახით გამოიყოფა. გარდა ამისა, ფინეთი რუსეთის აგრესიით დაზარალებულ ქვეყნებისთვის 30 მილიონ ევროს სესხს გასცემს და სხვა საკითხებთან ერთად, ხელს შეუწყობს ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციას.

გარდა ამისა, უკრაინაში ეს თანხები მიმართული იქნება ჯანდაცვის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, საბინაო მშენებლობისა და სოციალური უზრუნველყოფის საჭიროებებზე.

ასევე იგეგმება ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სამედიცინო მომსახურების მოდერნიზება, ენერგორესურსების დეფიციტის პირობებში სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

მოლდოვაში კი აღნიშნული თანხები გამიზნული იქნება უკრაინელი ლტოლვილების მიღებისა და ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური რეკონსტრუქციის ხარჯების დასაფარად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი