რუსების მიერ გაშვებული 36 "შაჰიდიდან" 27 ჩამოვაგდეთ - უკრაინის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 36 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 27 ჩამოაგდეს.

"10 ოქტომბრის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სამხრეთს "შაჰიდის" ტიპის 36 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. გაშვებები განხორციელდა კონცხ ჩაუდიდან," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე თქმით, დრონები ოდესის, მიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში გაანადგურეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი