ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე არსებითი განხილვა დასრულებულია | რაზე იმსჯელეს ბოლო პროცესზე

გამოქვეყნდა:

ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვა დასრულებულია. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე დღეს ბრალდების 5 მოწმე გამოიკითხა და მათგან ხუთივე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანაამშრომელი იყო. სხდომა მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება მარტის აქციების გამო დაკავებული ახალგაზრდის მტკიცებულებების გარეშე გასამართლებას და ციხეში გაშვებას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. 

საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი