გერმანია უკრაინას 1 მლრდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

გამოქვეყნდა:

გერმანიის თავდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, გერმანია უკრაინას ერთ მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო მხარდაჭერის პაკეტს გადასცემს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის დასაცავად უკრაინა მიიღებს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს - PATRIOT, IRIS-T და Gepard.

"გერმანია მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმით, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება", – თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.

გარდა ამისა, პაკეტში შედის იარაღი, დაჯავშნული სატრანსპორტო საშუალებები და სამხედროების აღჭურვილობა, რომლის ღირებულებაც 20 მილიონი ევროა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი