უკრაინის გენერალური შტაბის სპიკერის, ალექსანდრე შტუპუნის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ავდიივკას მიმართულებით მტრის ყველა შეტევა მოიგერიეს.
"განახლებული ინფორმაცია... შემიძლია დავამატო, რომ ჩვენმა დამცველებმა ავდიივკას მიმართულებით მოიგერიეს მტრის ყველა შეტევა, ხაზებისა და პოზიციების დანაკარგი არ დაიშვებოდა", - განაცხადა შტუპუნმა.
მისივე ინფორმაციით, უკრაინელებმა თავდასხმები მოიგერიეს დონეცკის ოლქში კერამიკის, ოჩერეტინის, ბერდიჩის, სტეფოვოის, ლასტოჩკინის, ტონენკოის, ავდიივკასა და პერვომაისკის რაიონებში.