აშშ, ისრაელი და ეგვიპტე განიხილავენ "უსაფრთხო გზას" ღაზის მოსახლეობისთვის

გამოქვეყნდა:

ამერიკა ესაუბრება ისრაელსა და ეგვიპტეს ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გადასასვლელის შესახებ, რადგან ისრაელი აგრძელებს პალესტინის ანკლავზე დარტყმებს. გარდა ამისა, 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გასცა ღაზის სრული ბლოკირების ბრძანება - არ იქნება დენი, საკვები, საწვავი.

"ჩვენ ორიენტირებული ვართ ამ საკითხზე, მიმდინარეობს კონსულტაციები", - განუცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

მას დამატებითი დეტალები არ უთქვამს და თქვა, რომ დისკუსიები "ოპერატიულ სააგენტოებს შორის" მიმდინარეობს.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შაბათის შემდეგ სულ მცირე 900 პალესტინელი დაიღუპა და 4 600-მდე დაიჭრა. რაც შეეხება ისრაელს, დაღუპულია 1 000-ზე მეტი ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი