Interfax-Ukraine ხარკოვის ოლქის რეგიონული პროკურატურის პრესმდივნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 5 ოქტომბერს ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში დაღუპულთა შორის კიდევ ორი ქალი იქნა იდენტიფიცირებული, მანამდე ისინი დაკარგულად ითვლებოდნენ. გარდაცვლილთა ცხედრების იდენტიფიცირება გრძელდება.
უკვე იდენტიფიცირებულია 55 ცხედარი, სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის ბავშვი არ არის. დაკარგულების შესახებ ახლობლების განცხადებების საფუძველზე, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა 58-მდე გაიზარდოს", - თქვა დიმიტრი ჩუბენკო.
5 ოქტომბერს ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში რუსული რაკეტა მოხვდა კაფეს, სადაც ფრონტზე დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ქელეხი იმართებოდა. 6 ოქტომბრის დილის მდგომარეობით ცნობილი იყო 52 გარდაცვლილი. 10 ოქტომბერს მსხვერპლთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა.
ხარკოვის ოლქის პროკურატურამ აღნიშნა, რომ კაფეში მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.