დანია უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას 2024 წლის პირველ ნახევარში გეგმავს

გამოქვეყნდა:

დანიის თავდაცვის მინისტრის, ტროელს ლუნდ პულსენის ინფორმაციით, მისი ქვეყანა უკრაინისთვის პირველი F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას გეგმავს არაუგვიანეს 2024 წლის პირველი კვარტლისა, ანუ მარტი-აპრილის - ინფორმაციას დანიის მაუწყებელი TV2 ავრცელებს.

პულსენმა დასძინა, რომ მიწოდების კონკრეტული თარიღი დამოკიდებულია უკრაინელი მფრინავების მომზადების ტემპზე.

დანიის თავდაცვის სამინისტრომ არ დაასახელა ზუსტად რამდენ თვითმფრინავს მიიღებს კიევი.

დანიის არმიას  43 ერთეული F-16 თვითმფრინავი ჰყავს; 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი