"ჰამასის" მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ჯერ ნაადრევია ისრაელის მძევლების გაცვლა

გამოქვეყნდა:

იზატ ალ-რიშეკმა, "ჰამასის" მაღალჩინოსანმა ოთხშაბათს CNN-ს განუცხადა, რომ ჯერ ნაადრევია ისრაელის მძევლების გაცვლა, სანამ ისრაელი ღაზაზე დარტყმას განაგრძობს.

"ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს მხოლოდ მაშინ, როდესაც დასრულდება ისრაელის აგრესია ჩვენი ხალხის წინააღმდეგ", - თქვა მან.

მან ასევე უარყო, რომ "ჰამასმა" მიიღო რაიმე დახმარება ირანისგან ან "ჰეზბოლასგან" ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის დაგეგმვაში ან განხორციელებაში.

"ძალიან გარკვევით ვამბობ, რომ ეს ოპერაცია იყო 100% ჰამასის ოპერაცია, ყოველგვარი რეგიონალური მხარის დახმარების გარეშე", - თქვა მან.

გაეროში ისრაელის ელჩი ამბობს, რომ "ჰამასს" მძევლად ჰყავს 150-მდე ადამიანი. დაჯგუფების სპიკერმა ორთაბათს განაცხადა, რომ "ჰამასი" დაიწყებს მძევლების სიკვდილით დასჯას, თუ ისრაელი ღაზაში ხალხს გაფრთხილების გარეშე დაატყამს.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი