უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.
"მადლობელი ვარ საპარლამენტო ასამბლეის 1932-1933 წლების ჰოლოდომორის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის აღიარებისთვის. ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და ჰოლოდომორის მსხვერპლთა პატივისცემა აჩვენებს, რომ მოსკოვის ყველა წარსული და აწმყო დანაშაულისთვის
სამართლიანობა გარდაუვალია, - დაწერა ზელენსკიმ X-ზე [ყოფილი Twitter].