ბლინკენი ისრაელიდან კატარში, ეგვიპტესა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ენტონი ბლინკენი ისრაელიდან კატარში, ეგვიპტესა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრება. ინფორმაციას სახდეპზე დაყრდნობით ისრაელის მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახდეპში აცხადებენ, რომ ისინი ეკონტაქტებიან კატარს, რომელსაც "ჰამასთან" აქვს კავშირები და მათთან ღაზის სექტორიდან ტერორისტული ჯგუფების მიერ ისრაელიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლების საკითხზე მსჯელობენ.

მანამდე კი, პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, ჰუსეინ ალ-შეიხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარასკევს, 13 ოქტომბერს პალესტინის პრეზიდენტი ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდება. 

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი