რუსი ოკუპანტები უკრაინის ქალაქ პოკროვსკს თავს დაესხნენ | დაიღუპა მინიმუმ ერთი ადამიანი

გამოქვეყნდა:

დღეს დილით რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი, დაშავდა - 13.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და სამაშველო სამსახური.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაზიანდა ორი შენობა.

"ჩვენ ვადგენთ გამოყენებული იარაღის ტიპს და დარტყმის საბოლოო შედეგებს," - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი