ბელარუსში, ლუკაშენკოს რეჟიმთან ბრძოლას უკვე მესამე ადამიანი ემსხვერპლა. აქტივისტები ამბობენ, რომ მოზარდი სპეცრაზმელებს გაურბოდა რა დროსაც მას სავარაუდოდ ავტომანქანა დაეჯახა. ქვეყნის შსს კი დევნას უარყოფს და მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევაზე ლაპარაკობს. შემთხვევა 16 აგვისტოს მოხდა.
პირველი მსხვერპლი ბელარუსში გამართულ დემონსტრაცის 11 აგვისტოს მოჰყვა, როდესაც სპეცრაზმსა და მშვიდობიან მომიტინგეებ შორის შეტაკება მოხდა.
მეორე ადამიანი კი 13 აგვისტოს, ქალაქ გომელში დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, 25 წლის ახალგაზრდა პოლიციის მიერ მომიტინგეების დაკავების დროს დაიღუპა. მან რამდენიმე საათი ჩაკეტილ მანქანაში გაატარა.
9 აგვისტოს შემდეგ ბელარუსში მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომლის თანამად- ქვეყნის პრეზიდენტი 80%-იანი მხარდაჭერით ისევ ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა.
ხალხს ცესკო-ს მონაცემების არ სჯერა და სამართლიან არჩევნებსა და ცვლილებებს ითხოვს.