ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა. როგორც ბლინკენი X-ზე წერს, საუდის არაბეთში ის "ჰამასის" მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს განიხილავს.

"ჩემი მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში გრძელდება. საუდის არაბეთში შევხვდები პარტნიორებს, რათა განვიხილო ჰამასის მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები ისრაელის წინააღმდეგ და ერთობლივი მუშაობის საჭიროება კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად," - წერს ბლინკენი.

არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით, ბლინკენი იმყოფებოდა ისრაელში, იორდანიასა და კატარშიც. სახელმწიფო მდივანი გეგმავს ეგვიპტეში გამგზავრებასაც.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი