ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ღაზაში მცხოვრები 1,1 მილიონი ადამიანის ევაკუაციის გეგმა შეუძლებელია განხორციელდეს.
"მე ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას წარმოვადგენ და ვამბობ, რომ ევაკუაციის გეგმის განხორციელება სრულიად, სრულიად შეუძლებელია...წარმოდგენა იმის შესახებ, რომ 24 საათში მილიონი ადამიანის გადაადგილება ღაზაში შექმნილი სიტუაციის დროს შესაძლებელია, მხოლოდ ჰუმანიტარული კრიზისი შეიძლება იყოს," - თქვა ბორელმა პეკინში პრესკონფერენციაზე.
მან ისრაელს მოუწოდა, რომ საკუთარი თავის დაცვის პროცესში საერთაშორისო სამართალი არ დაარღვიოს.
ცნობისთვის, ისრაელი ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისაკენ მოუწოდა. ამის პარალელურად, 13 ოქტომბერს "ჰამასმა" ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს მოუწოდა არ დატოვონ თავიანთი სახლები.
ასევე ნახეთ: