საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ სასამართლოს არ ჰქონდა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაედგინა.
"საკონსტიტუციო სასამართლოს არ ჰქონდა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი საიმისოდ, რომ დაედგინა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი. თავად პროცესი, რა თქმა უნდა პოლიტიკურია, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შესძლებოდა, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილება მიეღო. თუმცა, შედეგის თვალსაზრისით ეს ასე არ ჩანს. ამიტომ, თუ დასკვნა არ ვნახე, რთულია დეტალებზე საუბარი," - განაცხადა კოპალეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.
9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ - ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ასევე ნახეთ: