"მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ", - ამის შესახებ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საგანგებო მიმართვისას საუბრობს.

"პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად. მე ვერავის ვერაფერს ვუკარნახებ, მაგრამ მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ. შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ, თუ სიტყვა მომცეს, თუ არადა მე გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი. ამ მხარდაჭერისთვის, რაც არსებობს ქვეყანაში, დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე" -  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ -  ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს, მათი თქმით, სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები და აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. 

იხილეთ ასევე:

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი