ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ ღამით ღაზის სექტორში "ჰამასისა" და პალესტინური "ისლამური ჯიჰადის" 200-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში.
IDF-ის თქმით, მათი დარტყმების ქვეშ იყო ერთ-ერთი შტაბ-ბინა, სადაც "ჰამასის" რამდენიმე წევრი მოკლეს და ბანკი, რომლესაც ტერორისტული დაჯგუფება იყენებდა.
ისრაელის საზღვაო ძალების გემებმა იერიში მიიტანეს "ჰამასის" სამეთაურო ცენტრებსა და იარაღის შესანახ საწყობებზეც.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.
გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ისრაელი-ჰამასის ომის შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკვე 4 000-ს აჭარბებს. ამასთან, ტერორისტულმა დაჯგუფება ამტკიცებს, რომ ღაზის სექტორში 200-დან 250-მდე ტყვე ჰყავთ.