
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ცნობით, ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის საოკუპაციო ძალების აეროდრომებზე ოკუპირებულ ქალაქ ლუგანსკთან და ოკუპირებულ ქალაქ ბერდიანსკთან.
უკრაინული მხარე ამბობს, რომ დარტყმები წარმატებული იყო. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ სარაკეტო ჯარებმა იერიში მიიტანეს 2 ვერტმფრენზე, საბრძოლო მასალების საწყობზე და საარტულერიო საშუალებებზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.