რუსეთმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანა | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

უკრაინული მხარის ცნობით, ღამით რუსებმა ზაპოროჟიზე 6 სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 

ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იური მალაშკო ამბობს, რომ დგინდება რაკეტების ტიპი, რომელიც რუსებმა გამოიყენეს. მისივე თქმით, ერთ-ერთი რაკეტა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალსართულიან შენობას მოხვდა. 

მალაშკოს თქმით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. გარდა ამისა, დაზიანდა 8 ბინა.

ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანმა ანატოლი კურტევმა დილის 5 საათის შემდეგ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. 

"ამჟამად ცნობილია ორი დაღუპული და ოთხი დაშავებული, კიდევ სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება", - თქვა მან.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი