"ქართული ოცნების" დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ირაკლი კობახიძესთან, ანრი ოხანაშვილთან და გიორგი კახიანთან ერთად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის სასამართლო სხდომებს სამი დღის განმავლობაში აქტიურად ესწრებოდა, დღეს პარლამენტში არ იმყოფებოდა. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მისი მხარდაჭერა არ აქვს.
შარმანაშვილის გარდა, სხდომას "ოცნებიდან" არ ესწრებოდა არც დავით სერგეენკო. დარბაზში არ იმყოფებოდა არც დავით ზილფიმიანი ფრიდონ ინჯიას "ევროპელი სოციალისტების" წევრი.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე რეგისტრაცია 90-მა დეპუტატმა გაიარა, პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 86-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო -1. იმპიჩმენტისთვის მმართველ პარტიას 100 ხმა სჭირდებოდა.
ფარული კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში, "ქართული ოცნების" წევრების გარდა, ინჯიას "ევროპელი სოციალისტები", "გირჩის" წევრები და ალეკო ელისაშვილი იმყოფებოდნენ. პროცესს ესწრებოდა თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი. იმპიჩმენტის წინააღმდეგ ხმა, ალეკო ელისაშვილმა მისცა.
იხილეთ: