ისრაელის ცნობით, მძევლად აყვანილი ბებია და 12 წლის შვილიშვილი გარდაცვლილი ნახეს | BBC

გამოქვეყნდა:

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს ტყვედ აყვანილი ორი მძევალი გარდაცვლილი იპოვეს.

80 წლის კარმელა დანი და მისი 12 წლის შვილიშვილი ნოია დანი ტყვედ აიყვანეს კიბუც ნირ ოზში. ისრაელს არ უთქვამს სად იპოვეს ცხედრები.

"განადგურებული ვართ იმის გამო, რომ ნოიას და მისი ბებია კარმელას ცხედრები გუშინ აღმოაჩინეს", - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელმა წარსულში განაცხადა, რომ სულ მცირე 199 მძევალია ღაზის სექტორში. "ჰამასის" სამხედრო ფრთის წარმომადგენლის განცხადებით, ანკლავში "დაახლოებით 200-დან 250-მდე" ისრაელელი ტყვეა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი