
ყაზახეთმა რუსეთში 106 სახეობის ნივთის ექსპორტი აკრძალა, რომლის გამოყენებაც ომში იქნებოდა შესაძლებელი, - ამის შესახებ განცხადება ვაჭრობისა და ინტეგრაციის ვიცე-მინისტრმა, ქაირათ ტორებაევამ გააკეთა.
"ჩვენ ყველა საქონელს ვუშვებთ ექსპორტზე, გარდა ომთან დაკავშირებული საქონლისა - მათზე დაწესებულია შეზღუდვები. ეს არის 106 სახეობის პროდუქტი, რომელთა ექსპორტიც სრულიად ავკრძალეთ", - ამბობს ვაჭრობისა და ინტეგრაციის ვიცე-მინისტრი.
მისივე ინფორმაციით, აკრძალულ ნივთებს შორის არის დრონები, ელექტრო ჩიპები და სხვა ტიპის ორმაგი დანიშნულების ელექტრონულ პროდუქტს.