
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი ლისაკის ცნობით, რუსებმა
ნიკოპოლის რაიონში გიმნაზია და კლუბი დაბომბეს.
"რუსებმა დნეპროს რაიონის დასახლებულ პუნქტებში ორი რაკეტა გაუშვეს... საბედნიეროდ, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან", - ამბობს ლისაკი.
მისივე ცნობით, იერიშის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, კომერციული ფართები და ელექტროგადამცემი ხაზები.