უკრაინამ საფრანგეთთან "უსაფრთხოების გარანტიების შესახებ" ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო

გამოქვეყნდა:

უკრაინამ საფრანგეთთან "უსაფრთხოების გარანტიების შესახებ" ორმხრივი მოლაპარაკებების პირელი რაუნდი დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული მოლაპარაკებები G7-ის უკრაინის მხარდასაჭერ დეკლარაციაშია გათვალისწინებული. 

"უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფს პრეზიდენტის ოფისის თავმჯდომარის მოადგილე იგორ ჟოვკვა ხელმძღვანელობდა, ჯგუფში ასევე შედიოდნენ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, რომან მაშოვეცი და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე პავლიუკი. მხარეები შემდგომი ორმხრივი მოლაპარაკებების გეგმასა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე კოორდინაციის პროცედურაზე შეთანხმდნენ ", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საფრანგეთი გახდა G7-ის მეხუთე სახელმწიფო შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და იაპონიის შემდეგ, რომელთანაც უკრაინამ შესაბამისი ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო.

გარდა ამისა, ოქტომბერში კიევმა მიაღწია შეთანხმებას შვედეთთან და ნორვეგიასთან უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.

უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების შესახებ G7-ის დეკლარაციას 30-მდე ქვეყანა შეუერთდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი