"ხალხო, იმდენი საფრთხეებია, იმდენი რისკებია, რა დროს ფარცხალაძეა", - ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტში, დახუურლ სდომაზე მოხსენების წარდგენის შემდეგ განაცხადა.
"ამოვწუროთ ფარცხალაძის თემა... ხალხო, იმდენი საფრთხეებია, იმდენი რისკებია, რა დროს ფარცხალაძეა" - თქვა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, ლილუაშვილი ამტკიცებს, რომ " ფარცხალაძემ საქართველო გამოკითხვიდან მეორე დღეს დატოვა" . გარდა ამისა, სუს-ის ხელმძღვანელი ამბობს იმასაც, რომ პროკურატურამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებულ შტატებს მტკიცებულებების გადმოცემის თხოვნით მიმართა, თუმცა დოკუმენტები ამ დრომდე არ მიუღიათ.
შეგახსენებთ, სერვისების განვითარების სააგენტომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნა პრეზიდენტს 20 სექტემბერს გადაუგზავნა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ყოფილ მთავარ პროკურორს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა. ადმინისტრაციის განცხადებაში ეწერა: "პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე, თუ დასასჯელია, უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე".
შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე აშშ-მ 14 სექტემბერს დაასანქცირა. 19 სექტემბერს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესში გამონაკლისი შეიტანა და ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.
მის ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა როგორც საზოგადოებაში, ასევე ეროვნულ ბანკში. დღეს ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა. თანამდებობა დატოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემაც.
18 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციაში ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი გადაგზავნილი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც აშშ-მ დაასანქცირა, რუსეთის მოქალაქეობა აქვს. გარდა ამისა, 17 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.
იხილეთ ასევე: