"ე.წ. სარეჟიმო დაწესებულება აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომ მის [ირაკლი ბებუა] ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას" | ლილუაშვილი

გამოქვეყნდა:

"ე.წ. სარეჟიმო დაწესებულება აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომ მის [ირაკლი ბებუა] ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტში, დახურულ სხდომაზე წარდგენილი მოხსენების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრობს.

მასთან დაკავშირებით დღეს დახურულ სხდომაზე ვისაუბრეთ. დეპუტატებმა მიიღეს ინფორმაცია. ოჯახის წევრებმა ზედმიწევნით იციან, დეტალებში, რაც ხდება. ამის მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით... 

როგორ შეიძლება ახლა ვისაუბროთ იმაზე, რომ ე.წ. სარეჟიმო დაწესებულებაში არსებული ვითარება აბსოლუტურად ააკმაყოფილებდეს ადამიანის უფლებების სტანდარტით რაც ჩვენთან მოქმედებს და ევროპის ქვეყნებში და ცივილიზებულ სამყაროში, როგორ შეიძლება, რომ იმ სტანდარტზე იყოს საუბარი. იმ პირობებს, რომ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, ამას აკმაყოფილებს. ეს იცის მისმა ოჯახმა და მე არ მინახავს, რავიცი, თუ სხვა რამეზე საუბრობს... 

სახელმწიფო ეფეტური კონტროლის განხორციელებას მოკლებულია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მემგონი ეს თქვენთვის სიახლე არ უნდა იყოს. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ოფიციალურს, არაოფიციალურს, ფორმატებს, საერთაშრისო პარტნიორების მეშვეობით ყველა ღონეს ვხმარობთ იმისთვის, რომ მოვახერხოთ აღნიშნული პირების, არამარტო ბებუასი, იქ დანარჩენი მოქალაქეებიც არიან, გამოშვება დროულად, - ამბობს ლილუაშვილი. 

ოკუპირებულ აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას ინფორმაცია დღეს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა. მათი ცნობით,  ბებუას აქვს ქრონიკული დაავადებები და პატიმრობაში ყოფნისას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

მოგვიანებით, ამ თემაზე "მთავარი არხის" ეთერში მისმა ნათესავმაც ისაუბრა:

ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავა დე ფაქტო ხელისუფლებამ. ამავე წლის 8 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება. ბებუა "დროშის" დაწვას აღიარებს,  საბრძოლო მასალის უკანონო ტარებას კი არა. ოკუპირებულ აფხაზეთში სასჯელის გამოყენების წესის შესაბამისად (რომელიც დაკისრებული სასჯელის რეალური მოხდის ვადას 2-ჯერ ამცირებს ამ კატეგორიის დანაშაულებზე), ირაკლი ბებუას 1 წელი და 5 თვე აქვს დარჩენილი გათავისუფლებამდე.

ორ თვეში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის აქტი ამოქმედდება თუმცა უკვე ცნობილია, რომ ის ბებუას არ შეეხება

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი