კულება ორბანის მიერ პუტინისთვის ხელის ჩამორთმევაზე: "იმედია ხელები დაიბანა"

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ კომენტარი გააკეთა ჩინეთში უნგრეთის პრემიერმინისტრ, ვიქტორ ორბანისა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე.

ამის შესახებ მან France 24-თან ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს ბოლოს ჟურნალისტმა კულებას ჰკითხა შეხვედრაზე და პუტინისთვის ხელის ჩამორთმევაზე, რაზეც კულებამ უპასუხა:

"იმედი მაქვს, რომ მან (ორბანმა) ხელები მაინც დაიბანა და დეზინფექცია გაიკეთა პუტინთან ხელის ჩამორთმევის შემდეგ".

ცნობისთვის, პუტინი და ორბანი ერთმანეთს ჩინეთში 17 ოქტომბერს შეხვდნენ. ეს იყო პუტინის პირველი შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერთან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში და პირველი ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ - ნატოს წევრთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი